გერმანიის ბუნდესრატმა მხარი დაუჭირა ქვეყნის მთავრობის განკარგულებას ვაქცინირებულ და კოვიდგადატანილი პირებისთვის დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ.
აღნიშნული კატეგორიის პირთათვის იგეგმება ე.წ. კომენდანტის საათისა და სოციალური კონტაქტების შეზღუდვის მოხსნა, ასევე სწრაფი ტესტების ჩატარების ვალდებულებისგან გათავისუფლება მაღაზიებში, სილამაზის სალონებში, მუზეუმებში და სხვა ისეთ დაწესებულებაში შესასვლელად, სადაც ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა სავალდებულოა.
ამასთან, ვაქცინირებული და კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირები არ თავისუფლდებიან პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულებისგან. მანამდე დადგენილებას მხარი ბუნდესტაგმა დაუჭირა.
ახალი წესები ძალაში, სავარაუდოდ, 9 მაისიდან შევა.