კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, გერმანიის ეკონომიკამ აღდგენა შესაძლოა, ოქტომბრიდან დაიწყოს.
როგორც გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა Reuters-სთან ინტერვიუში განაცხადა, ეკონომიკის რეცესიის შეჩერება შესაძლებელია ზაფხულის შესვენების შემდეგ და ოქტომბრიდან ეკონომიკა კვლავ დაიწყებს ზრდას გერმანიაში.
მისივე თქმით, მართალია წელს ეკონომიკა 6%-ით შემცირდება, მაგრამ 2021 წელს ზრდა 5%-ზე მეტი იქნება. ამასთან, მინისტრის თქმით, მისი მიზანია, რომ პანდემიამდე არსებულ დასაქმების მაჩვენებელს ქვეყანამ 2022 წლისთვის მიაღწიოს.