მოხარული ვარ, რომ ძალადობრივი ინციდენტები, როგორც ჩანს, მოცემული მომენტისთვის შემცირდა, თუმცა, ჩვენ მივიღეთ ბევრი ცნობა საარჩევნო გარემოს სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტმა ქნირშმა საარჩევნო გარემოს შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, გერმანიის საელჩო საქართველოში არსებულ სხვა საელჩოებთან ერთად აქტიურად აკვირდება გარემოს, რომელშიც საარჩევნო პროცესები მომდინარეობს.