გერმანიის ქალაქ ჰალეში სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილებმა ცეცხლი ავტომობილიდან გახსნეს და მიიმალნენ.
ინციდენტის თვითმხილველის თქმით, ერთ-ერთ ეჭვმიტანილს სამხედრო უნიფორმა ეცვა და რამდენიმე იარაღს ატარებდა.
გავრცელებული ცნობით, თავდასხმა სინაგოგასთან ახლოს მოხდა. ჰალეს მთავარი სარკინიგზო სადგური გადაკეტილია, სადაც პოლიცია სამძებრო სამუშაოებს ატარებს. ასევე მოსახლეობას მოუწოდებენ, სახლებიდან გარეთ არ გავიდნენ, ვინაიდან ეჭვმიტანილების საზოგადოებას კვლავ უქმნიან საფრთხეს.