ფლორენცია - ტოსკანის რეგიონის დედაქალაქია. ის მდინარე არნოს სანაპიროს ბორცვებზეა განლაგებული და აქედან გადასცქერის მის მღვრიე ტალღებს. მისი ფართობი 102 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, 2008 წლის მონაცემებით ქალაქში ნახევრა მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით, მოცეკვავე შადრევნებითა და სკვერებით, ფლორენცია ევროპის სხვა ქალაქებს უნდა გაუტოლდეს. მაგრამ მას განსაკუთრებული ხიბლი, სიძველის სურნელი და ისეთი მიმზიდველობა აქვს, რომელიც ყველა ქალაქიდან გამოარჩევს. ამასთანავე, ის თანამედროვე ქალაქია, რომელშიც დუღს და გადმოდუღს ცხოვრება. რომლის ძველთაძველი ქუჩების ფილაქნები 21-ე საუკუნის კენჭებითაა მოკირწყლული.