უკრაინაში დაკავებული ქართველი სამხედროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან საპარლამენტო უმრავლესობაშიც. როგორც პარლამენტარები აცხადებენ, ქართული მხარე გია ცერცვაძის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე ამ საკითხის გადაჭრაზე ზრუნავდა.ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, აცხადებს რომ საქართველომ თავისი არცერთი მოქალაქის მიტოვება არასდროს არ უდნა დაუშვას. უმრავლესობის წარმომადგენლები ოპოზიციას მოუწოდებენ სიტყვა "მოღალატე" უფრო ფრთხილად გამოიყენონ, რადგან ხელისუფლების მიმართ წამოსული ბრალდებები უსაფუძვლოა. ირაკლი სესიაშვილი ყველას აფრთხილებს, რომ "ვინც სიტყვა მოღალატეს იხმარს, ის საკადრის პასუხს მიიღებს".