ქუთაისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების გაუმართაობა გააპროტესტეს. პარტია "თავისუფალმა საქართველომ" აქცია -პერფორმანსი გამართა და მერიაში ღამის ქოთნები და საფენები მიიტანა. პარტიის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, საზოგადოებრივი საპირფარეშოები გაუმრთავია, რის გამოც ადგილობრივ მოსახლოებას და ტურისტებს პრობლემები ექმნებათ. პარტიის წევრებმა მერიაში განცხადება შეიტანეს და ნივთების კანცელარიაში დატოვება ცადეს, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა ამის საშუალება არ მისცეს.