თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ღია კაფეებს, რომელიც განთავსებულია მუნიციპალურ სივრცეებში, შეზღუდვების მოხსნამდე მიეცემათ შესაძლებლობა, გამოიყენონ მიმდებარე არსებული დამატებითი მუნიციპალური ფართობები და მაგიდები განალაგონ ასეთ ადგილებში.
როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის მთავრობამ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მიიღო. აღნიშნული სიახლის მიზანი კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული დისტანციების დაცვის აუცილებლობაა.
მერმა ხაზგასმით აღნიშნა რომ ეს დროებითი ღონისძიებაა და სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ გაუქმდება.