დღეიდან საქართველოში ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები გაიხსნება. აღნიშნული კატეგორიის კვების ობიექტები გარკვეული პირობების დაცვით იმუშავებენ.
ახალი რეგულაციით ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტის განთავსება არ იქნება შესაძლებელი. გამონაკლისის სახით დაშვებული იქნება მაგიდასთან დამატებით 12 წლამდე მოზარდის დასმაც. რეკომენდაციების მიხედვით, მაგიდებს შორის მანძილი ორ მეტრზე, სკამების საზურგეებს შორის კი ერთ მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.
იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ორმეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი. რეკომენდაციების თანახმად, კვების ობიექტმა უნდა უზრუნველყოს სტუმრებისათვის ბეჭდური ერთჯერადი მენიუს შეთავაზება.