ლეგენდარული ქართველი სუმოისტი, ოძეკი ლევან გორგაძე საქართველოშია. ტურნირის შემდეგ, სადაც ოძეკის ტიტული მოიპოვა, სამშობლოს ის პირველად ეწვია. ტოჩინოშინს აეროპორტში ოჯახის წევრები, მეგობრები და გულშემატკივრები დახვდნენ. მათ ცნობილ სუმოისტს წარმატებული ასპარეზობა და ოძეკის ტიტულის მოპოვება მიულოცეს. აეროპორტიდან გორგაძე ძეგვში ჩავიდა, სადაც მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ. მშობლიურ სოფელში მას გულშემატკივრები მხურვალედ შეხვდნენ. მოგვიანებით მას პარლამენტში ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა და „ვეფხისტყაოსანთან“ ერთად, ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული საკოლექციო მოენტა გადასცა. კულტურისა და სპორტის მინისტრმა კი ქართველ სუმოისტს ლევან სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა. ლევან გორგაძე საქართველოს 11 ივნისს დატოვებს.