"ღირსეული პარტნიორი 2017"-ის სამხედროებმა დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგეს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ქართველ მებრძოლების პატივის მისაგებად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017"-ის მონაწილე ქართველი და უცხოელი სამხედროები მივიდნენ. სწავლების ამერიკელმა და ქართველმა ხელმძღვანელებმა კი, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017" 30 ივლისს დაიწყო და 12 აგვისტოს დასრულდება.