მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს , საიდანაც ვიზუალური ინფორმაცია შემდგომი დამუშავებისთვის გადაეცემა მხედველობით ქერქს.ფხიზლობის პროცესში თალამუსისა და ქერქის ნეირონები უწყვეტად და მონოტონურად ახორციელებენ ინფორმაციის გადაცემას. ღრმა ძილის დროს, ისინი რითმულად და სინქრონულად მუშაობენ. არსებობს უკუკავშირი მხედველობით ქერქსა და თალამუსს შორის.მკვლევარები თაგვებში ვიზუალური სტიმულაციისა და ძილის პროცესში არეგისრტირებდნენ თალამუსის ლატერალური ბირთვისა და მხედველობის ქერქის აქტივობას. მხედველობითი სტიმულაციისას თაგვებში მაშინვე მიმდინარეობდა ცვლილებები თალამუსის ნეირონებში, მაგრამ მხედველობით ქერქში არაფერი იცვლებოდა. როგორც ჩანს ძილის დროს რითმული აქტივობა დაკავშირებულია მხედველობითი ინფორმაციის თალამუსიდან ქერქში გადაცემასთან.