გია გაჩეჩილაძე - არ მომხდარა ჯგუფური თავდასხმა და არ მჯერა ვახო სანაიასი, მე მჯერა ჩემი შინაგანი სიმართლის - Palitra News

გია გაჩეჩილაძე - არ მომხდარა ჯგუფური თავდასხმა და არ მჯერა ვახო სანაიასი, მე მჯერა ჩემი შინაგანი სიმართლის

2021-04-29 15:04:31+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმაში ბრალდებულების მხარდასაჭერი აქცია გამართ. როგორც უცნობი აცხადებს ვახო სანაიაზე ჯგუფური თავდასხმა არ მომხდარა. გაჩეჩილაძის თქმით, ის მოითხოვს, რომ ვიდრე ბრალის დამტკიცება არ მოხდება, ბრალდებულები გათავისუფლდნენ.

შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა სამი პირი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე დააკავა.