"ევროპული საქართველოს" დადგენილების მიღება გამოიწვევს რუსეთის მხრიდან საპასუხო სანქციებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ პარტია "ევროპული საქართველოს" დადგენილებასთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს დააზარალებს ღვინის, ხილისა და ციტრუსის მწარმოებლებს.
ვოსკის შეფასებით, პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ დადგენილებას წარმოადგენს, თავად არის იმ უბედურების შემოქმედი, რაც თავს დაგვატყდა ოკუპაციის სახით. მისივე თქმით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის დასჯის ინიციატივას საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს.
ვოლსკის განცხადებით, 7 წელია „ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლების მავნე პოლიტიკით გამოწვეული კატასტროფული შედეგების ლიკვიდაციითაა დაკავებული.