შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში წარმოადგენს სრულ ინფორმაციას, რამ განაპირობა ღამის კლუბებში შესვლა და როგორ ჩატარდა ოპერაცია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გიორგი გახარიას პარლამენტში მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება. “ყველა დეტალთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია გვექნება. "ვიტყოდი, რომ რა სიტუაციასაც ვაანალიზებ და ვუყურებ, ვფიქრობ, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მისცა. ოპოზიციას აქვს დამატებითი კითხვები, ხედვები და ამ ხედვების გაზიარებაც არ იქნება ურიგო“, - აცხადებს გია ვოლსკი.