საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკისკი „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ ნიკა მელიას მიერ ტელეეთერით გამოსვლას და ამით კანონის შესაძლო დარღვას გამოეხმაურა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა მას ნიკა მელიას პარლამენტში მისვლა და ტრიბუნიდან გამოსვლაარ აწუხებს. მისივე თქმით მელიას ტელეეთერით გამოსვლა სამართლებრივი საკითხია, რომელიც სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
შეგახსენებთ, ნიკა მელიამ ტელეკომპანია „კავკასიას“ ინტერვიუ მისცა. მანამდე, დეპუტატმა „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, რომ ინტერვიუს შესახებ მისმა ადვოკატმა აცნობა პროკურორს, პასუხად კი კატეგორიული უარი მიიღო.