გია ვოლსკი მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების საკითხს ეხმაურება. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი განცხადებით, აღნიშნულ საკითხს „მწვანე შუქი აენთო“, თუმცა არავინ უნდა იფიქროს, რომ ბოქლომების, დესტრუქციის გამო ხელისუფლება რაიმ დათმობაზე წავა. მისივე თქმით, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებით, ოპოზიციის წინადადება იყო ერთ-ერთ საკითხი, რომელიც დღეს უმრავლესობის სხდომაზე განიხილეს. თუმცა, მისი განცხადებით, როცა კომპრომისზეა საუბარი, აქ არც საერთაშორისო და არც შიდა ზეწოლა არავითარ როლს არ თამაშობს.