საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკიმ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ „ტვ პირველის“ თუ ნებისმიერი ტელევიზიის დამფუძნებელობა, საზოგადოებრივი მოძრაობის ხელმძღვანელობა თუ სხვა არ არის ის საფარველი, სადაც შეიძლება თავი აარიდო იმაზე პასუხს, თუ რა მონაწილეობა გაქვს მიღებული 17 მილიონის აორთქლებაში.
ამასთან, ვოლსკის თმით, თუ ვინმე იტყვის, რომ ასეთი კომბინაციის შემდეგ პროკურატურამ არ უნდა აღძრას საქმე, არასწორი და არაობიექტური იქნება.