პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით საგანგებო მდგომარეობის გამკაცრება მაშინ მოხდება როდესაც ამის აუცილებლობა დადგება. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება და გამოცხადდება საკარანტინო რეჟიმი.
როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს ეს გადაწყვეტილება იქნება მეცნიერულად გაანალიზებული არსებული ვითარების საფუძველზე მიღებული და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსის გადაწყვეტილება.