პარლამენტის ვიცე სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლისას სრული ლუსტრაცია მოხდა იმისა, რომ ოპოზიცია და ვირუსი აღმოჩნდნენ ცალ მხარეს. ვოლსკი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას პარლამენტში გამოსვლისას გამოიკვეთა, რომ არ არსებობს დარგი და მიმართულება, რომელიც არაკომპეტენტურად იმართება.
რაც შეეხება ოპოზიციის მიერ პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაბარებას, ვოლსკის თქმით, ოპოზიცია ქვეყანაში არსებული რეალური სურათის შეცვლას შეეცდება.