ქართული ოცნების პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ კელი დეგნანის განცხადებისა და ირაკლი კობახიძის მიერ ამ განცხადების შეფასებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ამერიკისთვის პოლემიკა სიახლე არ არის, გასაკვირია რომ მათ სხვადასხვა აზრი ჰქონდეთ. გია ვოლსკის თქმითვე, კობახიძე კრიტიკას თავდასხმით კი არ პასუხობს, არამედ პოზიციას პოზიციით უპასუხა.