გრაფიკული ციფრული გამოსახულებების (Graphics Interchange Format (GIF)) ფორმატის შემქმნელი სტივენ უილჰაიტი გარდაიცვალა. ამის შესახებ NBC News-ი უილჰაიტის ცოლის, კეიტლინის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.გამოცემის ინფორმაციით, უილჰაიტი 14 მარტს, 74 წლისა გარდაიცვალა. კეიტლინის განმარტებით, გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული გართულებები გახდა. პროგრამისტი 22 მარტს, ოჰაიოს შტატში დაკრძალეს.სტივენ უილჰაიტმა GIF-ფორმატი 1987 წელს შეიმუშავა, როდესაც კომპანია CompuServe-ში მუშაობა. თავდაპირველად ფორმატის მიზანი ინტერნეტის დაბალი სიჩქარის პირობებში გამოსახულების უფრო სწრაფი გადაცემა იყო, თუმცა დროთა განმავლობაში GIF-ები სოციალურ ქსელებში ემოციების გაზიარების ძირითად მეთოდად იქცა.2000-იანი წლების დასაწყისში უილჰაიტი პენსიაზე გავიდა. 2013 წელს ის პრემია Webby-თ დააჯილდოვეს, ინტერნეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის