"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას ინფორმაციით, 12 დეკემბერს დილიდან პარლამენტის პიკეტირება იგეგმება. როგორც მან აღნიშნა, სანამ ბიძინა ივანიშვილი არ გადათქვამს იმ შეურაცხყოფას, რაც საზოგადოებას მიაყენა, ხელისუფლებას ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება არ ექნება.