"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია, პროკურატურაში დაბარებას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას უკავშირებს, რომელმაც "დაჭერები დაანონსა".
ბოკერიას შეფასებით, ცალკეული ლიდერების დაჭერით, დღევანდელი ხელისუფლება საზოგადოებრივი პროტესტის ჩახშობას ვერ შეძლებს.
რაც შეეხება პროკურატურის მიერ დაბარების საკითხს, გიგა ბოკერიას თქმით, ის მოწმის სტატუსით არის დაბარებული და საქმე წინა ხელისუფლების დროს, უშიშროების საბჭოს მიერ თანხის არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდება. როგორც ბოკერიამ განმარტა, ის დღეს არ მივა გამოკითხვაზე.
შეგახსენებთ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერიას საგამოძიებო უწყებაში დაბარების შესახებ პროკურატურაში გუშინ განაცხადეს. უწყების ინფორმაციით, ბოკერიამ უარი განაცხადა პროკურატურაში გამოცხადებაზე და მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვის სურვილი გამოთქვა.