„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს მავნებლურს უწოდებს. როგორც ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა, ეს რეგულაციები ოჯახებს დამატებითი შემოსავლის მიღებას უკრძალავს. გიგა ბოკერია აღნიშნულს მე-19 საუკუნის ჩამორჩენილ მარქსიატულ მსოფლმხედველობად აფასებს და აღნიშნავს, რომ სწორედ ამიტომ არ ხდება სამუშაო ადგილების ზრდა. ბიზნესასოციაციის ინფორმაციით, საქართველოს შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, რომელთა განხილვის დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება, სხვა საკითხებთან ერთად, შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზუდვა/აკრძალვა, შეთავსებით მუშაობის აკრძალვა, სტაჟირების შეზღუდვა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისათვის შეზღუდვების დაწესება და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოვება.