„ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით როდესაც საზოგადოება „ქართულ ოცნებას“ ვერდიქტს გამოუტანს ამას მოყვება წნეხი როგორც ქვეყნის შიგნით ისე გარეთ და ასევე პროტესტის დიდი ტალაღაც. კონტროლდაკარგული ოცნება კი ვერ გაუძლებს არსებულ წნეხს. როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ცუდად აქვს საქმე, ეშინია და იყენებს გზავნილს, რომ ისინი ყველა ვარიანტში დავრჩებიანქ ქვეყნის სათავეში.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ხელისუფლების წარმომადგენლები გრძნობენ რეალურ საფრთხეს და იყენებენ მათ მთავარ ინსტრუმენტს რასაც დაშინება-მოსყიდვა ჰქვია. რაც შეეხება იმას, როგორ შეიცვლება პოლიტიკური ვითარება, თუ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად ჩამოვა, ბოკერია ამბობს, რომ ეს საკითხი არაფერს ცვლის. მისივე თქმით, „სააკაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლაზე ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდას ყურადღება არ უნდა მიაქციონ“.