ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის რაშიდ კანჯი-ოღლის ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად 12- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გიგა ოთხოზორიას ოჯახი უკმაყოფილოა, რადგან როგორც გარდაცვლილის დედა აცხადებს, გამოძიების პროცესში მკვლელობის მოტივი არ გამოკვეთილა.
ამასთან, ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, ოთხოზორიას ოჯახი რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.