„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი წერეთლის განცხადებით, პარლამენტში თეა წულუკიანის გუშინდელი გამოსვლა ხელისუფლების სახეა და გამოხატავს მათ სურვილს, რომ ოპონენტებთან მუდმივი ანგარიშსწორების რეჟიმში იყვნენ. როგორც წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლების ნაწილი ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირების შემცირებაზე საუბრობს, თუმცა მხოლოდ დასავლელი პარტნიორების დასანახად.