ძიუდოისტი დამეცა თავზე აეროპორტში და შემდეგ აღმოჩნდა, რომ მე ვცემე, ამას ჰქვია „ძიუდოისტი ჩამიდეს“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ მის საქმეზე სასამართლო პროცესის ჩანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.უგულავას განცხადებით, ეს არის მერვე საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში აღძრეს, რაც არსებულ მართლმსაჯულების სისტემაზე მეტყველებს.