უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე "ევროპული საქართველოს" წევრის, გიგი უგულავასა და ბიზნესმენ ალექსანდრე გოგოხიას სასამართლო პროცესი გაიმართება. ალექსანდრე გოგოხიასა და გიგი უგულავას ფულის გათეთრებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ამასთან, გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება ამავე საქმეში "სითი პარკის" ეპიზოდზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ე.წ. მარნეულის ეპიზოდზე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და იძულებასაც ედავება.