"ლოკერენის" ნახევარმცველმა გიორგი ბერიძემ ულამაზესი გოლი გაიტანა. "ბეერსხოტთან" ქართველმა ნახევარმცველმა მეტოქე გუნდს 93 წუთზე საჯარიმო დარტყმით გაუტანა და ტაბლოზე ანგარიში გაათანაბრა, რითაც საკუთარ გუნდს 1 ქულა მოუტანა. შეგახსენებთ, რომ გიორგიმ ჩემპიონატის 12 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და "ლოკერენის" ბომბარდირია.