მარტივი არ ყოფილა და იდეალურ გადაწყვეტილებას ვერ დავარქმევ რაც მივიღე მეც და მივიღეთ ჩვენც ზოგადად, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. ასევე, ნამდვილად კომფორტს ვერ გვიქმნის ის სიტუაცია, როდესაც შედიხარ იმ პარლამენტში, სადაც მოპარული ხმებით შექმნილი ოპოზიცია ზის. ძალიან კარგად გვაქვს ეს ყველაფერი გათავისებული და ის პასუხისმგებლობაც, რომელიც ჩვენს ამომრჩეველთან გვაკისრია, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბოტკოველმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.