გიორგი ჭანტურიას და, მარიამ ჭანტურია აცხადებს, რომ მისი ოჯახის წევრები პოლიციაში გამოკითხვის მიზნით დღეს კვლავ დაიბარეს. ისინი საგამოძიებო უწყებაში საღამოს 18:00 საათამდე უნდა მივიდნენ. სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები რუსთავში, ყაზბეგის ქუჩაზე გიორგი ჭანტურიას სახლში ჩხრეკას ორსაათნახევარი აწარმოებდნენ. ასევე მოხდა გიორგი ჭანტურიას კუთვნილი ავტომობილის დათვალიერება. გიორგი ჭანტურიას და იმედოვნებს, რომ მის ძმას ისევ არ დააკავებენ.