გიორგი ჭანტურიას მეუღლის, ანი ხურციას განცხადებით, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველოში გამოკითხვის დროს გამომძიებელმა მას ძირითადად სტანდარტული კითხვები დაუსვა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა იქნა ამოღებული მათი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ანი ხურციამ განაცხადა, ის ამ საკითხზე ვერ ისაუბრებს, რადგან გაუთქმელობის ხელწერილზე ხელი მოაწერინეს. როგორც გამომძიებელმა განაცხადა, ბინის განმეორებით ჩხრეკის შედეგად მართლსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ არის, ამოღებულია მხოლოდ სხვადასხვა ნივთები, რომლებიც ექსპერტიზაზე გადაიგზავნება. გიორგი ჭანტურია და მისი და მარიამ ჭანტურია ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში განმეორებით დაკითხვაზე კვლავ დაიბარეს.
იხილეთ: გიორგი ჭანტურია გამოკითხვაზე მივიდა