საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს, ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსამსახურის ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი გიორგი გახარიას ბრიუსელში უმასპინძლებს, პრემიერთან ერთად ნატო-ს სათაო ოფისს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც ეწვევა.
შეხვედრის შემდეგ მხარეების ერთობლივი განცხადებებიც არის დაგეგმილი, რომელიც ნატო-ს ვებგვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა.