პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს რომ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველ ნომრობას მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იმსახურებს. რაც შეეხება პირადად მას თალაკვაძის თქმით მისთვის გადაწმყვეტი მნიშვნელობა არ აქვს სიაში რომელი ნომერი იქნება.
როგორც პარლამენტის სპიკერი ამბობს ჯერჯერობით საარჩევნო სიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არაა. პალიტრანიუსის გადაცემა ნიუსრუმში არჩილ თალაკვაძემ საზოგადოების წინაშე განახლებული გუნდით და პროგრესული პროგრამით წარდგენა დაანონსა.