კახა კალაძე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წარმომადგენელია. გუნდში არ არსებობს არანაირი დაძაბულობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კახა კალაძესთან და კომპანია „არქი ჯგუფის“ მფლობელ ილია წულაიასთან დაკავშირებით გამოძიებას ატარებს.გიორგი გახარიას განცხადებით, კალაძის მსგავსი რაც უფრო მეტი ძლიერი პოლიტიკოსი იქნება მმართველ გუნდში, „ქართული ოცნება“ უფრო წარმატებული იქნება.