მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმა გახარიამ პანდემიასთან ბრძოლის
სამ ახალ პრიორიტეტზე ისაუბრა. ერთ-ერთი მათგანი ეხება ტესტირების გაფართოვებას, ასევე, ეფექტური შეზღუდვების შენარჩუნებას იქ, სადაც ამისი აუცილებლობა იარსებებს და მესამე პრიორიტეტი დაკავშირებული იქნება ვაქცინაციასთან.
ამასთან, ვაქცინებზე საუბრისას გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული.