"მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ამ აქციის შეწყვეტის პერიოდში დაზიანდნენ", - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის შეკითხვას, იმსახურებდა თუ არა ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მაშინ, როდესაც სამი თვის განმავლობაში საზოგადოების გარკვეული ნაწილი მის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომას ითხოვდა.
გიორგი გახარიას თქმით, თუ საჭირო გახდება, ის იქნება პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მივა პროკურატურაში და მისცემს ჩვენებას. პრემიერმა კიდევ ერტხელ განაცხადა, რომ 20 ივნისი იყო "პარლამენტის შტურმის ღამე".