სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო, მცხეთა კი არის ქართული ისტორიის სიმბოლო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სვეტიცხოველში განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია ამბიონიდან მოქალაქებისთვის მიმართვა. შეგახსენებთ 14 ოქტომბერს საქართველოში სვეტიცხოვლობა აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით სრულიად-საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა.