პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის პირისპირ შეხვდება. გახარიასა და ზელენსკის შეხვედრა პრემიერის უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებშია დაგეგმილი.
პრემიერი ასევე უკრაინელ კოლეგასთან და უმაღლესი რადას თავმჯდომარესთანაც გამართავს შეხვედრას. უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობის მეთაურთა პლენარული სხდომაში, რომელზეც ხელი მოეწერა დოკუმენტებს, რომლებიც ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ერთიანი ეკონომიკური ზონის შექმნისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევას შეუწყობს ხელს.