საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, შეზღუდვები, რომელიც პანდემიასთან დაკავშირებით, შესაძლოა, მომავალში დაწესდეს, არ იქნება სისტემური და მხოლოდ ლოკალური ხასიათი ექნება.
ამასთან, როგორც გახარიამ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ქართული ჯანდაცვის სისტემა სუსტია, ქვეყანა პანდემიას კარგად გაუმკლავდა.
პრემიერის თქმით, საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ 6 თვეში ჯანდაცვის სისტემა რადიკალურად შეიცვალა და მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მკაცრი წესებით, დისციპლინით, ხელი შეუშალოს ვირუსის გავრცელებას.