"ევროპული საქართველოს" წევრის, გიორგი კანდელაკის შეფასებით, სხვაობა "ქართულ ოცნებასა" და "პატრიოტთა ალიანსს" შორის ისედაც არ არსებობდა და ამ დღეებში სულ წაიშალა.
კანდელაკის განცხადებით, მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებით გამოჩნდა, რომ მმართველი პარტიის შიგნით რუსული ძალები გაძლიერდნენ. ოპოზიციონერი დეპუტატი იმედოვნებს, რომ ამომრჩეველი ამ ფაქტს ობიექტურად შეაფასებს