ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე მცხეთის კლინიკაშია გადაყვანილი.
ინფორმაციას მისი მეგობრები ავრცელებენ.
როგორც ისინი სოციალურ ქსელში წერენ, კეკელიძე ინტოქიკაციით გადაიყვანეს კლინიკაში.
ამ ცოტა ხნის წინ კეკელიძის მდგომარეობაზე ინფორმაცია გაავრცელა ეროვნულმა ბიბლიოთეკამ.
"გიორგი კეკელიძის სიცოცლხეს საფრთხე არ ემუქრება" - წერია ინფორმაციაში.
ცოტა ხნის წინ კეკელიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რასაც საზოგადოებაში მღელვარება მოჰყვა.