საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, მოქალაქეებს კონსტიტუციის მიღებას ულოცავს.კვირკაშვილის მილოცვას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ვულოცავ საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის - ქვეყნის ძირითადი კანონის ახალი რედაქციით მიღებას. ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. ეს არის თანამედროვე, დასავლური ტიპის, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული დოკუმენტი, რომელიც უნდა იქცეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, პროგრესის, სტაბილურობის და ევროპული მომავლის შემდგომ გარანტად თითოეულმა ადამიანმა, ვინც მონაწილეობა მიიღო ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის შემუშავების პროცესში, ვინც მხარი დაუჭირა დემოკრატიას და ხელისუფლების დანაწილების პრინციპებზე დაფუძნებული კონსტიტუციის მიღებას, მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და სტაბილურ განვითარებას. “ - ნათქვამია განცხადებაში.