საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ადგილზე პრემიერთან ერთად იმყოფებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები, ასევე ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი. მათ დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.