რამდენიმე დღის წინ გამოიცა წიგნი, სახელწოდებით "ლიანა კვირიკაშვილის ავტობიოგრაფია და ბიბლიოგრაფია". წიგნში შესულია პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დედის სამეცნიერო ნაშრომები, ასევე მისი მეგობრების მოგონებები ლია კვირიკაშვილზე.წიგნი არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინტიტუტში, იზა ჩანტლაძის რედაქტორობით მომზადდა და გამომცემლობა "ლოგოსში" გამოიცა.წიგნის ძირითადი ტექსტი ქართულენოვანია, ნაწილი კი - რუსულ და ინგლისურენოვანი. მისი პრეზენტაცია უახლოეს მომავალში სახელმწიფო უნივერსიტეტში იგეგმება. სწორედ აღნიშნულ წიგნშია ფოტოები კვირიკაშვილების ოჯახის არქივიდან. მათ შორის არის პრემიერის ბავშვობის დღემე უცნობი ფოტოები.
ფოტოზე: ლია კვირიკაშვილი შვილებთან, გიორგი და ჯანო კვირიკაშვილებთან ერთადგიორგი კვირიკაშვილი ძმასთან ერთად