პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გურიაში თანამედროვე სტანდარტის ახალი საწარმო გახსნა. სოფელ ნაბეღლავში უალკოჰოლო სასმელის საწარმოში 40 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.
ახლადგახსნილ საწარმოში "წყალი მარგებელი", ევროპაში წვენებისა და უალკოჰოლო სასმელების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანია "რაუხთან" ერთად, სხვადასხვა სახეობის წვენს, ლიმონათსა და სხვა უალკოჰოლო სასმელს აწარმოებს. საქართველოში წარმოებული საერთაშორისო ბრენდის პროდუქტი ასევე გავა ექსპორტზე. პროექტი ავსტრიელ და შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად, EBRD-ის მხარდაჭერით განხორციელდა. ახალი ქარხნის გახსნას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ავსტრიისა და შვეიცარიის ელჩები დაესწრნენ.