საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მაკარიძე პორტუგალიის პრიმეირა ლიგის დეკემბრის თვის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მაკარიძეს მიმდინარე სეზონში ჩატარებული 14-შეხვედრიდან 8 მატჩში გოლი არ გაუშვია. სიმბოლურ ნაკრებში გიორგი მაკარიძესთან ერთად მისი თანაგუნდელი სილვიო პერეირაც მოხვდა. მაკარიძის გარდა, სიმბოლურ ნაკრებში ბენფიკას 4 ფეხბურთელი შეიყვანეს, გავლენიანმა გამოცემამ თითო მოთამაშე პორტოდან და სპორტინგიდანაც გამოარჩია. შეგახსენებთ, რომ გიორგის სეტუბალი 19 ქულით მე-7 ადგილზეა. პორტუგალიის პრიმეირა ლიგა 6 იანვარს განახლდება, სადაც მაკარიძეს სეტუბალი ფამალიკაოს ესტუმრება.