გიორგი მამალაძესთან დაკავშირებულ სავარაუდო თანამზრახველების გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება, - ამის შესახებ პროკურორმა განაცხადა. ჯარჯი წიკლაურის თქმით, მტკიცებულებათა შეკრების შემთხვევაში ნებისმიერი პირი, მიუხედავად სტატუსისა, პასუხისგებაში მიეცემა. ე.წ. ციანიდის საქმეზე, რომელზეც დეკანოზი გიორგი მამალაძეა ბრალდებული, პირველი წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება.